2 წლის და 8 თვის წინ
ცნობილია: რა უთხრა ჩავიმ დარდერს
ავტორი
Aa
როგორც მოგეხსენებათ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსელონა" "ესპანიოლის" 29 წლის ნახევარმცველით, სერხი დარდერით დაინტერესდა.
Catalunya Radio-ს თანახმად, დარდერს ჩავი ერნანდესი ესაუბრა. მოგვიანებით, ეს ცნობა სხვა წყარომ უარყო, მაგრამ SPORT-ი "ბარსას" თავკაცის ამ ქმედებას ადასტურებს.
ჟურნალისტ სერხი დე ხუანის თქმით, "მაესტრომ" სერხის უთხრა, რომ იგი პედრისა და გავის როტაციაში დაეხმარება.
ესპანელ ნახევარმცველს ისიც უთხრეს, რომ ისეთ ახალგაზრდულ გუნდში, როგორიც "ბარსაა", პოზიტიური ხასიათის ვეტერანი ძალიან გამოსადეგი ფიგურა იქნებოდა.
გამოცდილი ნახევარმცველის გამოსასყიდი თანხა 10 მილიონი ევროა, თუმცა არსებობს შანსი, "ბლაუგრანამ" იგი იჯარის წესით დაიმატოს.
გასულ სეზონში ჩატარებულ 41 მატჩში დარდერმა თავი 7 გოლითა და 4 ასისტით გამოიჩინა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
3 თვის და 3 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
4 თვის და 3 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
4 თვის და 3 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
5 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი