რა დაემართა რაკიტიჩის გოლის ალღოს?

რა დაემართა რაკიტიჩის გოლის ალღოს?

"ბარსელონას" ხორვატი ნახევარმცველი, ივან რაკიტიჩი მუდამ გამოირჩეოდა გატანილი გოლების რაოდენობით.

გამოცდილი შუახაზელი ეროვნულ ნაკრებშიც შედეგიანი გახლდათ და საკლუბო დონეზე. ყოფილა შემთხვევა, რომ იგი "ბარსას" საუკეთესო ბომბარდირიც კი იყო თავდამსხმელების შემდეგ.

მიუხედავად ამისა, მიმდინარე სეზონში ივანს გოლი არ გაუტანია, არადა მას უკვე 24 ჩატარებული მატჩი დაუგროვდა.

საინტერესოა, რომ ძირითადი გუნდის ყველა ნახევარმცველმა უკვე მოახერხა სულ მცირე ერთი ბურთის შეგდება, რაკიტიჩს კი არ უმართლებს.

იმედი ვიქონიოთ, რომ ხორვატი ამ არასასიამოვნო სერიას მალევე დაასრულებს. 

9 თვის წინ
628 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

უნდა დატოვოს თუ არა ლეო მესიმ "ბარსელონა" მომავალ ზაფხულს?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 234
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ჟერარდ პიკე, სერხი რობერტო, სამუელ უმტიტი, ანსუ ფატი, რონალდ არაუხო.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ