3 წლის და 9 თვის წინ
"ბარსელონამ" რობერტოს ახალი შეთავაზებით მიმართა
ავტორი
Aa
"ბარსელონამ" სერხი რობერტოს ახალი, ორწლიანი კონტრაქტი შესთავაზა, - იუწყება Mundo Deportivo.
ხელშეკრულების ვადა 1 წელს შეადგენს, მისი კიდევ ერთი წლით გახანგრძლივება კი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენ მატჩს ჩაატარებს სერხი "ბარსაში" 2023/2024 წლების სეზონში.
მაშასადამე, თუ ესპანელი უნივერსალი მატჩების დადგენილ რაოდენობას მიაღწევს, "კამპ ნოუზე" იგი 2025 წლამდე დარჩება.
30 წლის ფეხბურთელმა "ბლაუგრანას" მაისურით მიმდინარე სეზონში 18-ჯერ ითამაშა. მან 1 გოლი და 1 ასისტი მიითვალა.
გავრცელებული ცნობების თანახმად, "ბარსას" ვიცე-კაპიტნის შენარჩუნება გუნდის მთავარი მწვრთნელის, ჩავი ერნანდესის მოთხოვნაა. "მაესტროს" სერხი მისი უნივერსალურობის გამო მოსწონს.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 წლის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
1 წლის და 1 თვის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
1 წლის და 1 თვის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
1 წლის და 1 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი