"მესის გადაწყვეტილება მიღებული აქვს" - "ბარსას" ლეგენდის მნიშვნელოვანი განცხადება

"მესის გადაწყვეტილება მიღებული აქვს" - "ბარსას" ლეგენდის მნიშვნელოვანი განცხადება

"ბარსელონას" ლეგენდარულმა გოლკიპერმა, ანდონი სუბისარეტამ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" კაპიტნის, ლეო მესის შესახებ ისაუბრა.

"ჟოან ლაპორტამ უკვე თქვა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა მესი გუნდში დატოვოს.

აქედან გამომდინარე, თუ ლეო დარჩენას გადაწყვეტს, ძალიან კარგი, თუ არა - ჩვენ თამაში უნდა გავაგრძელოთ.

და თუ ის წასვლას დააპირებს - და ვიცი, რომ იქნებიან ადამიანები, ვინც არგენტინელის ნომრის ამოღებას მოითხოვენ - ვინმემ 10 ნომრით უნდა ითამაშოს "ბარსას" ახალგაზრდულ გუნდში. ცხოვრება გრძელდება.

გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ყველაფერი, რაც შენს გარშემო ხდება, ამაზე გავლენას ახდენს.

ფაქტორები ფარდობითია, თუმცა, ვფიქრობ, მესის, ასე თუ ისე, თავისი პოზიცია უკვე ჩამოყალიბებული აქვს.

თასის ფინალი არის ერთ-ერთი ფაქტორი, რაც ამ გადაწყვეტილებას დაადასტურებს. მიუხედავად ამისა, არ მიმაჩნია, რომ ეს გადამწყვეტი იქნება.

ლეო ვეტერანია და ყველას გვქონია დღეები, როცა ფეხბურთისთვის თავის დანებებაზე გვიფიქრია.

მესი ფეხბურთელია, მთელი ამ სიტყვის მნიშვნელობით, და არა სავაჭრო საქონელი.

იგი საკმარისად გამოცდილია, რომ იცოდეს, ხანდახან აგებ და ხანდახან იგებ, მაგრამ მთავარი ისაა, ბედნიერია თუ არა ის "ბარსელონაში." - თქვა ანდონიმ.

შეგახსენებთ, რომ ოქროს ბურთის ექვგზის მფლობელს "ლურჯ-ბროწეულისფერებთან" კონტრაქტი მომავალ ზაფხულს ეწურება და მისი გახანგრძლივება "ბარსას" პრეზიდენტის მთავარი ამოცანაა.

3 კვირის წინ
6841 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

უნდა დატოვონ თუ არა რონალდ კუმანი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე მომდევნო სეზონშიც?

კი
არა
სულ პასუხები: 1039
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ანსუ ფატი, ფილიპე კოუტინიო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ