logo

"ბარსა" ახალ მწვრთნელზე ფიქრობს - კანდიდატი ცნობილია

"ბარსა" ახალ მწვრთნელზე ფიქრობს - კანდიდატი ცნობილია

"პარის სენ ჟერმენისთვის" ჩემპიონთა ლიგის მომავალი ფლეიოფი შეიძლება გარდამტეხიც კი აღმოჩნდეს. გავრცელებული ცნობების თანახმად, მომავალი წარუმატებლობის შემთხვევაში, კლუბს ვარსკვლავები დატოვებენ.

Le10Sport-ის ცნობით, თუ "პსჟ" ლიგის ნახევარფინალში ვერ გააღწევს, ხელმძღვანელობა გუნდის გერმანელ თავკაც ტომას ტუხელს კარისკენ მიუთითებს.

ამავე წყაროს თანახმად, ახალგაზრდა სპეციალისტისადმი ინტერესს სამი გრანდი იჩენს, - მიუნხენის "ბაიერნი", "მანჩესტერ იუნაიტედი" და ... "ბარსელონა".

სტატიაში ვკითხულობთ, რომ ტუხელის მუშაობის სპეციფიკა ძალიან მოსწონს "ბლაუგრანას" პრეზიდენტ ხოსეპ მარია ბართომეუს.

ასეა თუ ისე, არ გამოვრიცხოთ, "ბარსას" ზაფხულში უკვე ახალი თავკაცი ჰყავდეს...

5 თვის წინ
2735 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

უნდა გაუშვან თუ არა კიკე სეტიენი თანამდებობიდან?

კი
არა
სულ პასუხები: 555
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დემბელე, უმტიტი, გრიზმანი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ვიდალი, ბუსკეტსი