logo

ვალვერდემ რომაული და ლივერპულური კრახები გაიხსენა

ვალვერდემ რომაული და ლივერპულური კრახები გაიხსენა

"ბარსელონას" ყოფილმა თავკაცმა, ერნესტო ვალვერდემ დღეს გამოქვეყნებულ ინტერვიუში ჩემპიონთა ლიგაზე მის მიერ განცდილი ორი კრახის (რომა 3:0 ბარსელონა / ლივერპული 4:0 ბარსელონა) ისაუბრა.

"რომში თამაშში ვერ ჩავერთეთ, რადგან ვფიქრობდით, რომ პირველ მატჩში მოპოვებული უპირატესობა საკმარისი იქნებოდა.

ლივერპულში მატჩი კარგად დავიწყეთ, მაგრამ გავუშვით გოლი, რომლის თავიდან აცილება შეიძლებოდა.

ჩვენ ერთი ბურთიც რომ შეგვეგდო, შემდეგ ეტაპზე გავიდოდით, მაგრამ მათ ერთ წუთში ორჯერ გაგვიტანეს. ხანდახან ასეთი რაღაცები ხდება.

საკუთარ თავს ყოველთვის გამარჯვებულის პოზიციაში აყენებ. "ლივერპულთან" პირველ ჯახში ძალიან გაგვიჭირდა, მაგრამ შეგვეძლო 4:0 მოგვეგო.

ჩემპიონთა ლიგა, ევროპის ლიგა, მსოფლიო ჩემპიონატი... ასეთი ტურნირების ბედი 1 შეხვედრაზეა დამოკიდებული." - განაცხადა ვალვერდემ.

1 კვირის წინ
228 / 1
ირაკლი ხასაია
user
pavlovichi56 უუხ ამის...დაანგრია გუნდი.
poll გამოკითხვა

რას ფიქრობთ, განვითარდება თუ არა "ბარსელონა" სეტიენის ხელში?

კი
არა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 377
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

სუარესი, დემბელე

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ