პაბლო გავი და ალეხანდრო ბალდე 2023 წლის ოქროს ბიჭუნას ჯილდოს 100 ნომინანტში მოხვდნენ.
პრიზის მოგების სხვა ფავორიტები ჯამალ მუსიალა (ბაიერნი), ჯუდ ბელინგემი (რეალი) და ხავი სიმონსი (პსვ) არიან.
ინტერნეტსივრცეში ვრცელდება "ოქროს ბიჭუნას ინდექსის" მიხედვით შექმნილი ათეული, რომელშიც პირველ პოზიციას "ბაიერნის" გერმანელი ნახევარმცველი იკავებს. რაც შეეხებათ "ბარსელონელებს", გავი მესამეა, ბალდე - მეხუთე.
ათეული ასე გამოიყურება:
1. ჯამალ მუსიალა (ბაიერნი) - 98.3
2. ჯუდ ბელინგემი (რეალი) - 95
3. პაბლო გავი (ბარსელონა) - 93
4. ანტონიო სილვა (ბენფიკა) - 91.6
5. ალეხანდრო ბალდე (ბარსელონა) - 87.8
6. ხავი სიმონსი (პსვ) - 87
7. ფლორიან ვირცი (ბაიერ ლევერკუზენი) - 83.7
8. ბენჯამინ სესკო (რედ ბულ ზალცბურგი) - 80.7
9. დევინ რენში (აიაქსი) - 80.6
10. ჯორჯიო სკალვინი (ატალანტა) - 80.4
გავის შეიძლება გახდეს პირველი ფეხბურთელი ისტორიაში, რომელიც ზედიზედ ორჯერ დასახელდება ოქროს ბიჭუნად, თუმცა, ცხადია, ამის შანსი არც ისე დიდია.
2003 წელს ჩამოყალიბებული ჯილდო, რომელიც 21-წლამდელებს გადაეცემათ, "ბარსელონას" მოთამაშეებს სამჯერ აქვთ მოგებული: ლეო მესი (2005), პედრი გონსალესი (2021), პაბლო გავი (2022).