"ბეტისმა" ლა ლიგიდან "ბარსელონა" წაშალა - სიტუაცია იძაბება

"ბეტისმა" ლა ლიგიდან "ბარსელონა" წაშალა - სიტუაცია იძაბება

როგორც მოგეხსენებათ, მსოფლიო ფეხბურთი ბოლო 24 საათის მანძილზე გადატრიალების პირას დადგა.

12-მა გრანდმა უკვე გამოაცხადა ახალი ტურნირის, ევროპის სუპერლიგის ჩამოყალიბება, რასაც მძაფრი რეაქციები მოყვა.

მოარული ხმების თანახმად, ამ ტურნირში მონაწილე კლუბებს შიდა ჩემპიონატებიდან მოკვეთა ემუქრებათ.

ანდალუსიურმა "ბეტისმა" ეს მუქარა სისრულეში მოიყვანა და დღეს გაავრცელა ლა ლიგის ისეთი ცხრილი, სადაც მადრიდის "ატლეტიკოს", "რეალსა" და "ბარსელონას" (სუპერლიგის წევრებს) ვერ ვხედავთ.

ამ ცხრილში "ბეტისი" მესამე პოზიციას იკავებს, ხოლო პირველ-მეორე ადგილები "სევილიასა" და "ვილიარეალს" აქვთ გადანაწილებული.

ამ ფაქტიდან მცირეოდ ხანში, სევილიურმა გრანდმა ცხრილი გადაასწორა და გამოაცხადა, რომ ეს მხოლოდ სერვერის შეცდომა იყო.

3 კვირის წინ
6879 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

უნდა დატოვონ თუ არა რონალდ კუმანი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე მომდევნო სეზონშიც?

კი
არა
სულ პასუხები: 1038
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ანსუ ფატი, ფილიპე კოუტინიო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ