რა ხდება? ვინ მონაწილეობს? შემოსავალი? - პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე

რა ხდება? ვინ მონაწილეობს? შემოსავალი? - პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე

12-მა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა ევროპის სუპერ ლიგის შექმნაზე გავრცელებული ინფორმაცია, რამაც, დიდი გადატრიალება გამოიწვია.

FIFA და UEFA ამ გუნდებს მკაცრ სასჯელს პირდებიან, თუმცა, სუპერ ლიგის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ ამ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას შეძლებენ.

გულშემატკივრები ამ ტურნირის შესახებ უამრავ კითხვას სვამენ, ახლა კი ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს გაეცემა პასუხი.

რა მოხდა ?

ევროპული ფეხბურთის წამყვანმა 12-მა გუნდმა, ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ჩამოყალიბდა ახალი ტურნირი - ევროპის სუპერ ლიგა.

დამფუძნებლები ახალ ტურნირს აყალიბებენ, რომელიც კონკურენციას გაუწევს ჩემპიონთა ლიგას. სუპერ ლიგის მატჩებიც შუა კვირაში გაიმართება.

რომელი კლუბები არიან დამფუძნებლები ?

პრემიერ ლიგის ექვსეული - "მანჩესტერ იუნაიტედი", "მანჩესტერ სიტი", "ლივერპული", "არსენალი", "ჩელსი", "ტოტენჰემი". ასევე, "მილანი", "ინტერი", "იუვენტუსი", "ატლეტიკო", "რეალი" და "ბარსელონა".

გუნდების განცხადებაში ნათქვამია, რომ სადებიუტო სეზონის დაწყებამდე, ტურნირს კიდევ 3 გუნდი შეუერთდება.

ჯერჯერობით, ტურნირის შემადგენლობაში არ არიან გერმანული და ფრანგული გუნდები.

რატომ იქმნება ტურნირი ახლა ?

კლუბების განცხადებით, ამის მიზეზი გლობალური პანდემიაა, რომელმაც ევროპული საკლუბო ფეხბურთის ეკონომიკური სიტუაცია არასტაბილური გახადა.

ამასთან ერთად, წლების მანძილზე, ამ კლუბებს სურვილი ჰქონდათ, რომ გაეზარდათ კონკურენცია და შეექმნათ ახალი ტურნირი, სადაც ტოპ გუნდები ერთმანეთს ხშირად დაუპირისპირდებოდნენ.

როგორი ფორმატი იქნება ?

როგორც ცნობილია, ტურნირი 20 გუნდისგან იქნება დაკომპლექტებული, მათგან 15 მუდმივი წევრია, 5 კი კვალიფიკაციით მოხვდება სუპერ ლიგაზე.

ეს გუნდები გადანაწილებულები იქნებიან 2, 10-გუნდიან ჯგუფში და ერთმანეთთან სეზონში 2 მატჩს (საშინაო, საგარეო) გამართავენ.

ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, 8 გუნდი პლეიოფში გავა, სადაც ისევ 2-მატჩიანი დაპირისპირებები იქნება, ფინალურ ეტაპამდე.

მატჩები გაიმართება შუა კვირაში, რაც გუნდებს საშუალებას მისცემს, რომ ისევ იასპარეზონ შიდა ტურნირებზე.

ტურნირი მხოლოდ გრანდებისთვის ?

სუპერ ლიგის კრიტიკის მთავარი მიზეზი ბევრი გულშემატკივრის არის ის, რომ ამ ტურნირზე მხოლოდ გრანდები მოხვდებიან.

დამფუძნებლების განცხადებაში ნათქვამია, რომ ტურნირს 15 მუდმივი მონაწილე ეყოლება, რომლებიც გარანტირებულად იასპარეზებენ ყოველ სეზონში.

დარჩენილი 5 ადგილი ვაკანტური იქნება და ყოველ სეზონში, სხვადასხვა გუნდები მოხვდებიან სუპერ ლიგაზე.

ვინ აფინანსებს ტურნირს ?

როგორც ცნობილი გახდა, ახალი პროექტის მთავარი სპონსორი უდიდესი ამერიკული ბანკი, JPMorgan Chase იქნება, რომელიც ტურნირში 5 მილიარდს ჩადებს.

განცხადებაში წერია, რომ ამ თანხის უდიდეს ნაწილს დამფუძნებელი გუნდები მიიღებენ, რათა პანდემიის გავლენა შეასუსტონ.

რას ველით ახლა ?

ოფიციალური დასტური არსებობს, ახლა კი დარჩენილია UEFA-თან და FIFA-თან მოლაპარაკებები, რათა გუნდებმა და მოთამაშეებმა შეძლონ მათ მიერ ორგანიზებულ ტურნირებზე ასპარეზობა.

3 კვირის წინ
183 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

უნდა დატოვონ თუ არა რონალდ კუმანი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე მომდევნო სეზონშიც?

კი
არა
სულ პასუხები: 1038
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ანსუ ფატი, ფილიპე კოუტინიო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ