ლაპორტას ეფექტი - მესის წასვლა გადაწყვეტილი ჰქონდა, მაგრამ...

ლაპორტას ეფექტი - მესის წასვლა გადაწყვეტილი ჰქონდა, მაგრამ...

ევროპის სუპერლიგის გარშემო ატეხილი ქარიშხლის ფონზე, "ბარსელონას" კაპიტნის, ლეო მესის საგამ რამდენიმე ხნით უკანა პლანზე გადაიწია, თუმცა Mundo Deportivo-ს გავრცელებული ინფორმაცია მაინც ძალიან მნიშვნელოვანია.

წყაროს თანახმად, მაშინ, როცა ჟოან ლაპორტამ "ბარსას" პრეზიდენტის სავარძელი დაიკავა, იგი მალევე შეხვდა ოქროს ბურთის ექვგზის მფლობელს სადილზე.

MD წერს, რომ მესი შეხვედრაზე ჩამოყალიბებული პოზიციით მივიდა ეს პოზიცია "კამპ ნოუდან" აბარგებას გულისხმობდა, თუმცა ვითარება შეიცვალა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, არგენტინელს უკვე ჰქონდა იმის განცდა, რომ თავისი გადაწყვეტილება გადახედვას საჭიროებდა.

შეგახსენებთ, რომ კატალონიურმა გრანდმა ორი დღის წინ ტიტული მოიგო და მესის მეუღლე, ანტონელა რაკუცო, RAC1ის თანახმად, ბარსელონას მახლობლად ახალ სახლს დაეძებს, ამიტომ არ იქნება ალოგიკური თუ ვივარაუდებთ, რომ მესიმ თავისი გადაწყვეტილება უკვე შეცვალა.

3 კვირის წინ
1630 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

უნდა დატოვონ თუ არა რონალდ კუმანი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე მომდევნო სეზონშიც?

კი
არა
სულ პასუხები: 1039
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ანსუ ფატი, ფილიპე კოუტინიო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ