რა ელის კუმანს - ლაპორტა გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში გამოაცხადებს

რა ელის კუმანს - ლაპორტა გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში გამოაცხადებს

 ჟოან ლაპორტა უახლოეს დღეებში რონალდ კუმანის მომავალზე ისაუბრებს. რამდენიმე დღეში გადაწყდება გაწვრთნის თუ არა ნიდერლანდელი სპეციალისტი ''ბარსას'' მომდევნო სეზონშიც, - იუწყება Diaro Sport.

კოპა დელ რეიზე მოპოვებულმა წარმატებამ იმოქმედა გამოცდილი მწვრთნელის მომავალზე, თუმცა ლაპორტა სეზონის ბოლოს დაელოდება, რადგან კუმანის გუნდი ლა ლიგისთვისაც იბრძვის.

ნათქვამია ისიც, რომ ლაპორტას გონებაში კუმანის დატოვების გადაწყვეტილება უკვე დიდი ხანია არსებობს, თუმცა საბოლოოდ ის სეზონის ბოლო ფაზაში მტკიცდება.

ამ ფაქტს ადასტურებს Sport-ის კიდევ ერთი ცნობა, რის მიხედვითაც უკვე რამდენიმე კვირაა, რაც კუმანი, თავის ტექნიკურ ჯგუფთან ერთად, მომდევნო სეზონის დასაგეგმად მუშაობს.

კუმანს კატალონიურ გრანდთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებს. ამ დროისათვის ხელშეკრულების შესაძლო გაგრძელებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები არ არის დაგეგმილი.

 

3 კვირის წინ
989 / 0
რეზო ზოიძე
poll გამოკითხვა

უნდა დატოვონ თუ არა რონალდ კუმანი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე მომდევნო სეზონშიც?

კი
არა
სულ პასუხები: 1039
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ანსუ ფატი, ფილიპე კოუტინიო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ