დადებითი და უარყოფითი მხარეები - ევროპის სუპერ ლიგა

დადებითი და უარყოფითი მხარეები - ევროპის სუპერ ლიგა

ევროპის სუპერ ლიგის დაანონსებიდან უკვე თითქმის 1 დღე გავიდა, ახალი ტურნირის შესახებ ისევ გრძელდება დისკუსია და მითქმა-მოთქმა.

ბევრს ტურნირის იდეა მოსწონს და მას დიდი მოლოდინებით ხვდება, ბევრიც სკეპტიკურად არის განწყობილი და სუპერ ლიგას ფეხბურთის დასასრულად მიიჩნევს.

ამ სტატიაში შევეცდებით გამოვყოთ რამდენიმე დადებითი და უარყოფითი მხარე ახალი ევროპული ტურნირის.

დადებითი მხარეები

  • სანახაობა: ყოველი კვირის შუაში, ძალიან საინტერესო დაპირისპირება გვექნება. ამ ტურნირზე უმაღლესი კლასის გუნდები ითამაშებენ და შეხვდებიან ერთმანეთს, შესაბამისად, ხშირად ვიხილავთ ერთმანეთის წინააღმდეგ ისეთ გუნდებს, როგორებიც "ბარსელონა", "რეალი", ინგლისური ტოპ 6 და სხვები არიან.
  • ძალიან დიდი შემოსავალი: როგორც ირკვევა, ამ ტურნირის მონაწილეები თავდაპირველად 400 მილიონ ევროზე მეტს მიიღებენ, თანაც, ეს თანხა გათვლილია მხოლოდ მონაწილეობაზე. ტურნირის მიმართ დაინტერესება დიდი იქნება, შესაბამისად, შემოსავლებიც პროპორციულად გაიზრდება. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკული ბანკი, JP Morgan, 5 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს.
  • ჰეგემონიის დამხობა: უეფა და ფიფა უკვე დიდი ხანია ატარებენ უმაღლესი კლასის ტურნირებს, შემოსავლის უდიდესი ნაწილს კი თავისთვის იტოვებენ. მსოფლიო ჩემპიონატის ჯერ რუსეთში, შემდეგ კი ყატარში ჩატარებამ ბევრი კითხვა გააჩინა. სუპერ ლიგამ ამ ორგანიზაციებს სერიოზული გაფრთხილება გაუგზავნა.

უარყოფითი მხარეები

  • ფეხბურთი გაიყოფა: შეიძლება ითქვას, რომ პირველი და მეორე ეშელონის გუნდებს შორის სხვაობა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. სუპერ ლიგის მონაწილეებს უფრო მეტი, თანაც სტაბილური შემოსავალი ექნებათ, რაც გამოიწვევს მაღალი დონის მოთამაშეების ამ გუნდებში გადასვლას. ეს ყველაფერი კი გაზრდის სხვაობას.
  • პირამიდის სისტემა არ არსებობს: ამ ტურნირს 15 მუდმივი მონაწილე ეყოლება, მათთვის აზრი არ ექნება გავლენ თუ არა ბოლო ადგილზე, რადგან მაინც არ გავარდებიან. სეზონის მიწურულს, ბევრი გუნდი უმოტივაციოდ იქნება, რადგან პლეიოფში ვერ გავლენ, თუმცა, არც გავარდებიან.
  • ინსპირაციის ნაკლებობა: "ლესტერი" პრემიერ ლიგის ჩემპიონია, "პორტუ" - ჩემპიონთა ლიგის, ახალგაზრდული "აიაქსი" გრანდებს ანადგურებს.. ესეთი ისტორები ძალიან შემცირდება ან სულაც ვეღარ იარსებებს, რადგან ამ ტურნირზე მსგავსი კლუბების ადგილი არ იქნება.
  • სელექცია: და მაინც, ვინ არის დიდი კლუბი? როგორ განისაზღვა თუ ვინ უნდა თამაშობდეს ევროპის სუპერ ლიგაში. საბოლოოდ, ყველაფერი ფინანსურმა მდგომარეობამ, ფანბეისის ყოლამ და ბრენდმა განსაზღვრა. სუპერ ლიგას, ხშირად სწორედ ამის გამო აკრიტიკებენ.
  • ბრძოლას აზრი ეკარგება: შიდა ჩემპიონატში, სუპერ ლიგის გუნდებისთვის დიდი აზრი არ ექნება, სეზონს მე-3 თუ მე-7 პოზიციაზე დაასრულებს. ისინი მაინც გარანტირებულად იქნებიან ტურნირზე, ჩემპიონობის გარდა კი ყველა შედეგი ერთია.
3 კვირის წინ
475 / 0
Maluta
poll გამოკითხვა

უნდა დატოვონ თუ არა რონალდ კუმანი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე მომდევნო სეზონშიც?

კი
არა
სულ პასუხები: 1038
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ანსუ ფატი, ფილიპე კოუტინიო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ