1 წლის და 5 თვის წინ
"ბარსა" ლო ჩელსოს ტრანსფერში ფეხბურთელის ჩართვაზე ფიქრობს
"ბარსა" ლო ჩელსოს ტრანსფერში ფეხბურთელის ჩართვაზე ფიქრობს

ჯოვანი ლო ჩელსო "ბარსელონას" სპორტულ დეპარტამენტსა და ჩავი ერნანდესს ძალიან მოსწონთ, - იუწყება Mundo Deportivo.

კატალონიურ გრანდში სჯერათ, რომ ლონდონის "ტოტენჰემთან" შესაძლებელია ისეთი სახის შეთანხმება, რომელიც კლუბს არგენტინელი ნახევარმცველის შედარებით დაბალ ფასად გადაბირების საშუალებას მისცემს.

ვარიანტი შეიძლება იყოს ტრანსფერში კლემან ლანგლეს ჩართვა ან ლო ჩელსოს იჯარით დამატება.

თუ კლუბები პირველ ხერხს გამოიყენებენ, ამას არა გაცვლის, არამედ ცალკეული ტრანსფერების სახე ექნება. აღნიშნული რამ ფინანსური ფეარ-პლეის წესების დასაცავად იქნება საჭირო.

"ლო ჩელსო "ბარსელონას" თავდაპირველი გეგმის ნაწილი არ იყო. ეს უფრო ლანგლეს გაშვების გზაა. ყველაფერი "ტოტენჰემთან" მოლაპარაკებების წარმართვაზეა დამოკიდებული," - ამბობს Relevo-ს ჟურნალისტი ტონი ხუანმარტი.

შეგახსენებთ, რომ 29 წლის ნახევარმცველი "ტოტენჰემიდან" "ვილიარეალშია" განათხოვრებული. გასულ სეზონში ჩატარებულ 29 მატჩში მან თავი 2 გოლითა და 3 ასისტით გამოიჩინა.


Facebook კომენტარები