1 წლის და 5 თვის წინ
ჩავი სამიზნეს სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღემდე დაელოდება
ჩავი სამიზნეს სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღემდე დაელოდება

ჩავი ერნანდესი მზადაა, რომ უმაღლესი დონის საყრდენ ნახევარმცველს სატრანსფერო ფანჯრის უკანასკნელ დღემდეც კი დაელოდოს, - იუწყება AS-ის ჟურნალისტი ხავი მიგელი.

"ბარსელონას" თავკაცმა სოფიან ამრაბატის დამატებაზე უარი თქვა, რადგან მაროკოელი ფეხბურთელი ახალი გუნდის მოძებნას ძალიან ჩქარობდა. "ფიორენტინას" ვარსკვლავმა მადრიდის "ატლეტიკო" აირჩია.

"მაესტროს" რჩეული "რეალ სოსიედადის" საყრდენი, მარტინ ზუბიმენდია.

"ჩური ურდინი" 24 წლის ნახევარმცველში 60 მილიონ ევროს ითხოვს. "ბარსას" ფინანსური პრობლემებიდან გამომდინარე, მარტინის ტრანსფერის გაჩარხვა კლუბს ძალიან გაუჭირდება, მაგრამ ჩავი ხელმძღვანელობისგან მარტინის მიყვანას ითხოვს.

გასული წლის დეკემბერში ზუბიმენდიმ ბასკურ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ივლისამდე გაახანგრძლივა.

2022/2023 წლების სეზონში მარტინმა 44 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 1 გოლი და გააკეთა 4 ასისტი.


Facebook კომენტარები