ფილიპე კოუტინიოს ახალი მსურველი გამოუჩნდა

ფილიპე კოუტინიოს ახალი მსურველი გამოუჩნდა

"ბარსელონას" ნახევარმცველი, ფილიპე კოუტინიო ზაფხულში "ევერტონის" ერთ-ერთი სამიზნე იქნება, - იტყობინება Marca.

ბრაზილიელმა მოთამაშემ მიმდინარე სეზონი კარგად დაიწყო და რამდენიმე მატჩიც შესანიშნავად ჩაატარა, თუმცა დეკემბერში მიღებულმა ტრავმამ იგი ფეხბურთს აგერ უკვე ოთხი თვეა, რაც ჩამოაშორა.

კოუს დაზიანებამ "ბლაუგრანაში" ისეთ ახალგაზრდებს მისცა თავის გამოჩენის საშუალება, როგორებიც პედრი და მორიბა არიან.

მადრიდული გამოცემის თანახმად, მთავარი მიზეზი, რის გამოც "ლურჯ-ბროწეულისფერთა" შეფობა ფილიპეს გაყიდვას განიხილავს, ფინანსური პრობლემებია.

შეგახსენებთ, რომ კატალონიაში გადმოსვლამდე, კოუტინიო "ევერტონის" მოსისხლე მტერ "ლივერპულში" ასპარეზობდა, რაც ამ ტრანსფერის შანსებს ამცირებს.

1 კვირის წინ
4791 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

უნდა დატოვონ თუ არა რონალდ კუმანი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე მომდევნო სეზონშიც?

კი
არა
სულ პასუხები: 1039
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ანსუ ფატი, ფილიპე კოუტინიო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ