2 წლის და 10 თვის წინ
ილქაი "ბარსელონელია" - რას ამბობენ ამაზე გუნდის გასახდელში
ილქაი "ბარსელონელია" - რას ამბობენ ამაზე გუნდის გასახდელში

ყველა სანდო წყარომ დაადასტურა, რომ ილქაი გიუნდოგანი "ბარსელონას" ფეხბურთელი გახდება.

გერმანელი ნახევარმცველი კატალონიურ გრანდთან 3-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

ფაბრიციო რომანოს თქმით, ხელშეკრულება 2+1 სისტემით გაფორმდება. ესპანურ პრესას თუ დავუჯერებთ, იგი მესამე წლით იმ შემთხვევაში გახანგრძლივდება, თუ ილქაი სეზონში შესაძლო მატჩების 60%-ს ითამაშებს.

Diairo AS-ის ჟურნალისტმა ხავი მიგელმა "ბლაუგრანას" რეაქციების შესახებ გვამცნო. მისი თქმით, ჩავი ერნანდესი და სამწვრთნელო შტაბი 32 წლის შუახაზელის დამატებით ძალიან კმაყოფილია.

"ეს ჩემპიონთა ლიგის დონის გაძლიერებაა!" - ამბობენ თურმე "ლურჯ-ბროწეულისფერთა" გასახდელში.

Mundo Deportivo-ს ფერნანდო პოლომ ტრანსფერი ასე შეაფასა:

"გიუნდოგანი "ბარსასთვის" დიდებული დანამატია. უმაღლესი დონის. ნახევარმცველი, რომელიც ჩავისთვის ოთხი ერთშია: შეუძლია ნახევარდაცვის ორ პოზიციაზე თამაში, ცრუ გარემარბად და საყრდენად... და გუნდში უფასოდ მოდის!"

შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ სიტის" ილქაი თავისუფალი აგენტის სტატუსით ტოვებს.


Facebook კომენტარები