2 წლის და 10 თვის წინ
"ბარსელონამ" ერიკ გარსია ტრანსფერზე დააყენა - DiarioAS
ავტორი
Aa
ცნობილი გამოცემა "DiarioAS" კატალონიის "ბარსელონას" ფეხბურთელის, ერიკ გარსიას შესახებ ახალ სატრანსფერო ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც იწერება, "ბლაუგრანამ" ესპანელი უკანახაზელი ტრანსფერზე დააყენა.
წყაროს ცნობით, კატალონიური გრანდი 22 წლის ცენტრალური მცველის სანაცვლოდ მინიმუმ 10 მილიონ ევროს ითხოვს.
რაც შეეხება ერიკის კონტრაქტს, მას "ბარსელონასთან" ხელშეკრულება 2026 წელს უმთავრდება.
ცნობისთვის, გარსიას დამატების ინტერესს მილანის "ინტერი" გამოთქვამს.
Facebook კომენტარები