კუმანი გასახდელს კარგავს - საგანგაშო ცნობები

კუმანი გასახდელს კარგავს - საგანგაშო ცნობები

"ბარსელონას" თავკაცზე, რონალდ კუმანზე ფეხბურთელები განაწყენებულები არიან, - იტყობინება Diario Sport-ის ჟურნალისტი, ტონი ხუანმარტი.

წყაროს თანახმად, ძირითადი გუნდის რამდენიმე წევრმა "გრანადასთან" მატჩის შემდეგ ღიად გამოხატა იმედგაცრუება კუმანის მიერ არჩეული ტაქტიკით.

როგორც ჩანს, "ლურჯ-ბროწეულისფერები" ფიქრობენ, რომ ნიდერლანდელი  თამაშის წაკითხვას ვერ ახერხებს ისე, როგორც ამას უნდა აკეთებდეს.

"ბლაუგრანაში" არსებული განწყობით, რამდენიმე თვის მძიმე შრომა ერთმა მარცხმა შეიძლება წყალში ჩაყაროს.

შეგახსენებთ, რომ ხუთშაბათს გამართულ შეხვედრაში კუმანმა პირველი ცვლილება 71-ე წუთზე გააკეთა და მოგვიანებით, მეოთხე მსაჯთან კამათის გამო, წითელი ბარათიც მიიღო.

1 კვირის წინ
4490 / 1
ირაკლი ხასაია
user
kanja კუმანი ბევრ რამეს დაკარგავს!..
poll გამოკითხვა

უნდა დატოვონ თუ არა რონალდ კუმანი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე მომდევნო სეზონშიც?

კი
არა
სულ პასუხები: 1038
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ანსუ ფატი, ფილიპე კოუტინიო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ