ოფიციალურად: "ბარსელონა" "ატლეტიკოსთან" მეხუთე ფორმით ითამაშებს

ოფიციალურად: "ბარსელონა" "ატლეტიკოსთან" მეხუთე ფორმით ითამაშებს

როგორც მოგეხსენებათ, შაბათს, 8 მაისს "ბარსელონას" ლა ლიგის უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის მადრიდის "ატლეტიკოს" წინააღმდეგ.

სულ ცოტა ხნის წინ, ოფიციალურად დადასტურდა, რომ "როხიბლანკოსთან" ჯახში "ბლაუგრანა" მეხუთე ფორმით ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ ეს ფორმა "ლურჯ-ბროწეულისფერებს" უკანასკნელ "ელ კლასიკოში", მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ ეცვათ.

"ბარსამ" ის დაპირისპირება დათმო, თუმცა იმედი ვიქონიოთ, რომ ახალი დიზაინი კატალონიური გრანდისთვის ამჯერად მაინც გამოდგება იღბლიანი.

ცნობისთვის, "ბარსელონასა" და "ატლეტიკოს" ჯახი თბილისის დროით 18:15 საათზე დაიწყება.

1 კვირის წინ
203 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

უნდა დატოვონ თუ არა რონალდ კუმანი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე მომდევნო სეზონშიც?

კი
არა
სულ პასუხები: 1038
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ანსუ ფატი, ფილიპე კოუტინიო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ