"ბარსელონა" კუმანის წითელი ბარათი ჯერ კიდევ არ გაუსაჩივრებია

"ბარსელონა" კუმანის წითელი ბარათი ჯერ კიდევ არ გაუსაჩივრებია

"ბარსელონა" რონალდ კუმანის წითელ ბარათზე ოფიციალურ საჩივარს რამდენიმე საათში შეიტანს, - იტყობინება Cadena Cope.

"ბლაუგრანაში" იმედი აქვთ, რომ ნიდერლანდელს ამ სასჯელს გაუუქმებენ და იგი მადრიდის "ატლეტიკოსთან" მატჩისას სათადარიგოთა სკამზე იჯდება.

შეგახსენებთ, რომ რონალდმა წითელი ბარათი "გრანადასთან" შეხვედრაში, მეოთხე არბიტრთან კამათის გამო დაიმსახურა.

ამ გაძევების შედეგად, კუმანი უკვე დააკლდა თავის გუნდს "ვალენსიასთან" ჯახში, რომელიც "ბარსას" გამარჯვებით დასრულდა.

1 კვირის წინ
148 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

უნდა დატოვონ თუ არა რონალდ კუმანი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე მომდევნო სეზონშიც?

კი
არა
სულ პასუხები: 1038
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ანსუ ფატი, ფილიპე კოუტინიო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ