სადილი მესისთან - როგორ მივიდნენ "ბარსელონელები" ლეოს სახლში (ფოტოები)

სადილი მესისთან -  როგორ მივიდნენ "ბარსელონელები" ლეოს სახლში (ფოტოები)

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონას" არგენტინელმა მეგავარსკვლავმა, ლეო მესიმ დღეს საკუთარ სახლში სადილი გამართა, სადაც თანაგუნდელებიც მიიპატიჟა.

გთავაზობთ Sport-ის მიერ გავრცელებულ ფოტოებს, სადაც ჩანს, თუ რა მანქანებით მივიდნენ "ბლაუგრანას" ფეხბურთელები გუნდის კაპიტნის სახლში.

ესპანური გამოცემის ფოტოგალერეადან ირკვევა, რომ პედრიმ და ფრანსიშკუ ტრინკაუმ ლეოს ერთად მოაკითხეს, სერხი რობერტო, მარტინ ბრეითუეიტი, მარკ ანდრე ტერ შტეგენი და ოსკარ მინგესა თავიანთ მეორე ნახევრებთან ერთად მოვიდნენ, ხოლო კლემან ლენგლემ, მირალემ პიანიჩმა, რიკი პუჩიმ, რონალდ არაუხომ და მატეუშ ფერნანდეშმა მარტო მოსვლის გადაწყვეტილება მიიღეს.

ცნობილია, რომ ოქროს ბურთის ექვგზის მფლობელს ყველა თანაგუნდელი ჰყავდა მოწვეული, ამიტომ, როგორც ჩანს, ანტუან გრიზმანი, ფრენკი დე იონგი და სხვა დიდი სახელები კამერებმა უბრალოდ ვერ დააფიქსირეს.

1 კვირის წინ
14375 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

უნდა დატოვონ თუ არა რონალდ კუმანი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე მომდევნო სეზონშიც?

კი
არა
სულ პასუხები: 1038
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ანსუ ფატი, ფილიპე კოუტინიო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ