"ბარსელონა" არდა გიულერის დასამატებლად ყველაფერს გააკეთებს, - წერს SPORT.
ესპანური გამოცემის თანახმად, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" დაინტერესების უკან კლუბის ახალი სპორტული დირექტორი, დეკო დგას, რომელიც ტრანსფერის განხორციელებას მხარს უჭერს.
ბრაზილიელის აზრით, არდა "ბარსაში" მალევე გამოიჩენს თავს. დეკო ფიქრობს, რომ შესაძლებლობა, რომელიც 17 წლის თურქი ფეხბურთელის გამოსასყიდ თანხად, 17.5 მილიონ ევროდ დამატებას გულისხმობს, ხელიდან არ უნდა იქნეს გაშვებული.
"ბლაუგრანაში" ასევე სჯერათ, რომ არდას დარეგისტრირება პრობლემა არ იქნება.
"ბარსას" ნახევარმცველის აგენტთან სტრატეგიის შეთანხმება უნდა. კლუბი თანახმა იქნება, ერთი სეზონით არდა გაანათხოვროს, რათა მან დიდი სათამაშო დრო მიიღოს. მიუხედავად ამისა, თუ იგი გუნდში დარჩება, "ბარსელონასთვის" ნათელია, რომ იგი პირველ გუნდში საასპარეზოდ მზად არის.
ლა ლიგის მოქმედი ჩემპიონების ზოგიერთ სკაუტს აფიქრებს, ხომ არ განმეორდება ის, რაც პაბლო ტორესთან შემთხვევაში მოხდა, მაგრამ დეკო უკან დახევას არ აპირებს.
18 წლის შემტევი ნახევარმცველით ლონდონის "არსენალიც" ინტერესდება. გასულ სეზონში ჩატარებულ 35 მატჩში გიულერმა თავი 6 გოლითა და 7 ასისტით გამოიჩინა.