"ჩემპიონები! ჩემპიონები!" - რა ხდებოდა მესის სახლში გამართულ სადილზე

"ჩემპიონები! ჩემპიონები!" - რა ხდებოდა მესის სახლში გამართულ სადილზე

Diario Sport-ის ინფორმაციით, ლიონელ მესიმ დღეს საკუთარ სახლში სადილი მოაწყო, სადაც თანაგუნდელები დაპატიჟა.

Footage Gol იტყობინება, რომ "ბარსელონელების" თავყრილობიდან შემდეგი სკანდირება ისმოდა: "ჩემპიონები, ჩემპიონები, ოლე, ოლე."

ერთი შეხედულებით, ფეხბურთელები კოპა დელ რეის მოგებას ზეიმობდნენ, რაც 2019/20 წლების უტიტულო სეზონის შემდეგ, დიდი შვება გახლდათ.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ცნობების მიხედვით, ოქროს ბურთის ექვგზის მფლობელმა "ბლაუგრანას" მოთამაშეები ლა ლიგის დასკვნითი ტურებისთვის სამოტივაციოდ შემოიკრიბა.

 

1 კვირის წინ
1350 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

უნდა დატოვონ თუ არა რონალდ კუმანი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე მომდევნო სეზონშიც?

კი
არა
სულ პასუხები: 1038
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ანსუ ფატი, ფილიპე კოუტინიო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ