კუმანი რისკავს - რა მდგომარეობაშია "ბარსას" ვარსკვლავი

კუმანი რისკავს - რა მდგომარეობაშია "ბარსას" ვარსკვლავი

მიუხედავად ზედიზედ ჩატარებული მატჩებისა, ხერარდ პიკეს მუხლი ისევ აწუხებს, - იტყობინება Diario AS.

34 წლის მცველს "ვალენსიასთან" შეხვედრის დაწყებამდე 15 წუთით ადრე გასახდელში გასვლაც მოუწია, რათა მუხლზე მასაჟი გაეკეთებინა.

წყაროს თანახმად, "ბარსელონას" თავკაცს, რონალდ კუმანს პიკეს სასტარტო შემადგენლობაში ყოფნა უსაფრთხოების განცდას აძლევს, ამიტომ მისი დასვენება არ განიხილება.

"ღამურებთან" თამაშის დასრულების შემდეგ, ხერარდს მუხლის მდგომარეობის შესახებ ჰკითხეს და მან თქვა, რომ სერიოზული არაფერია.

მიმდინარე სეზონში ესპანელს "ბარსას" მაისურით 20 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც მან 2 გოლის გატანაც შეძლო.

1 კვირის წინ
3016 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

უნდა დატოვონ თუ არა რონალდ კუმანი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე მომდევნო სეზონშიც?

კი
არა
სულ პასუხები: 1039
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ანსუ ფატი, ფილიპე კოუტინიო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ