Universo Online: მესი და ნეიმარი შემდეგ სეზონში ერთად ითამაშებენ

Universo Online: მესი და ნეიმარი შემდეგ სეზონში ერთად ითამაშებენ

ლეო მესი და ნეიმარი შემდეგ სეზონში ერთად ითამაშებენ, - იტყობინება Universo Online.

წყაროს თანახმად, "ლა პულგა" მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებს "ბარსელონას", თუ ნეი "პსჟ-ში" დარჩება და თავის მხრივ ბრაზილიელიც იმ შემთხვევაში წავა პარიზიდან, თუ ლეო კარიერას კვლავ "კამპ ნოუზე" გააგრძელებს.

ძველ მეგობრებს გადაწყვეტილი აქვთ, რომ თავიანთი დუეტი აღადგინონ და ეს რომელიმე კლუბში აუცილებლად მოხდება.

გამოცემის თანახმად, მესის "პარი სენ ჟერმენში" და ნეიმარის "ბარსაში" გადაბარგება თანაბრად შესაძლებელია.

შეგახსენებთ, რომ ოქროს ბურთის ექვგზის მფლობელს კატალონიურ გრანდთან კონტრაქტი მომავალ ზაფხულს ეწურება, ხოლო ნეიმარს "პსჟ-სთან" - 2022 წლის ზაფხულში.

1 კვირის წინ
2619 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

უნდა დატოვონ თუ არა რონალდ კუმანი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე მომდევნო სეზონშიც?

კი
არა
სულ პასუხები: 1038
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ანსუ ფატი, ფილიპე კოუტინიო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ