ბევრი რამ დღეს გაირკვევა - ნეიმარის საგა მძაფრდება

ბევრი რამ დღეს გაირკვევა - ნეიმარის საგა მძაფრდება

"პარი სენ ჟერმენის" ბრაზილიელი მეგავარსკვლავის, ნეიმარის "ბარსელონაში" შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით ცნობები არ წყდება.

ამჯერად Sport-მა დაწერა, რომ ნეის მამას "პსჟ-სთან" 5 წლიან კონტრაქტზე შეთანხმება მიღწეული ჰქონდა, თუმცა გამოცდილმა გარემარბმა მოლაპარაკებები შეაჩერა.

წყაროს თანახმად, თუ დღეს პარიზული გუნდი "მანჩესტერ სიტისთან" ბრძოლაში დამარცხდება და ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშება, ნეიმარის "კამპ ნოუზე" გადმობარგება გაცილებით რეალური გახდება.

ესპანური გამოცემის მიხედვით, ლიგა ერთის მოქმედი ჩემპიონების ათიანმა იცის, რომ, დიდი ალბათობით, ლიონელ მესი "ბარსაში" დარჩება და სწორედ ძველ მეგობართან გაერთიანების სურვილით, ის კვლავ კატალონიისკენ იწევს.

ჭორები უფრო გაამძაფრა ფრანს ფუტბოლის ჟურნალისტმა, ნაბილ დჯელიტმა, რომელმაც ტვიტერზე "ბარსას" ფორმაში გამოწყობილი ნეიმარის ფოტო სრულიად უკონტექსტოდ ატვირთა.

შეგახსენებთ, რომ "სიტი" - "პსჟ-ს" ჯახი დღეს თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება. "ქალაქელებს" პარიზში მოგებული აქვთ, ანგარიშით 1:2, ამიტომ "პარი სენ ჟერმენს" გარისკვა მოუწევს.

 

1 კვირის წინ
2065 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

უნდა დატოვონ თუ არა რონალდ კუმანი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე მომდევნო სეზონშიც?

კი
არა
სულ პასუხები: 1039
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ანსუ ფატი, ფილიპე კოუტინიო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ