MD: დეპაი "ბარსელონაში" სახლს ეძებს

MD: დეპაი "ბარსელონაში" სახლს ეძებს

ლიონის "ოლიმპიკის" თავდამსხმელი, მემფის დეპაი "ბარსელონაში" გადაბარგებას კიდევ უფრო მიუახლოვდა.

თუ Mundo Deportivo-ს დავუჯერებთ, გასულ ოთხშაბათს ნიდერლანდელი ბარსელონაში შენიშნეს, სადაც ის პედრალბესის უბანში სახლს ეძებდა.

წყაროს თანახმად, "ბლაუგრანას" თავკაცს, რონალდ კუმანს სჯერა, რომ 27 წლის შემტევი ზაფხულში "ბლაუგრანას" ერთ-ერთი უმთავრესი დანამატი უნდა იყოს.

მოარული ხმების მიხედვით, მემფისს იმდენად სურს ლურჯ-ბროწეულისფერი ფორმის მორგება, რომ ხელფასის შემცირებაზეც კია თანახმა.

ლიგა ერთის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 35 მატჩში მემფისის ანგარიშზე 19 გოლია.

1 კვირის წინ
169 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

უნდა დატოვონ თუ არა რონალდ კუმანი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე მომდევნო სეზონშიც?

კი
არა
სულ პასუხები: 1038
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ანსუ ფატი, ფილიპე კოუტინიო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ