ESPN: მესი და "ბარსელონა" შეთანხმდნენ

ESPN: მესი და "ბარსელონა" შეთანხმდნენ

ლიონელ მესი "ბარსელონასთან" კონტრაქტს 2 წლით გაახანგრძლივებს, - იტყობინება ESPN-ის არგენტინელი ჟურნალისტი სებასტიან ვინოლო, ვინც მესის გარემოცვის ახლო წევრად ითვლება.

წყაროს თანახმად, "ბლაუგრანას" პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა ნეიმარის ტრანსფერზეც ფიქრობს.

რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ცნობების მიხედვით, "ლურჯ-ბროწეულისფერებს" "პსჟ-სთან" პირველი კონტაქტიც ჰქონდათ, თუმცა უარი მიიღეს.

მიუხედავად ამისა, "ბარსაში" გეგმავენ, რომ არ დანებდნენ და ნეი "კამპ ნოუზე" მაინც დააბრუნონ.

მიმდინარე სეზონში ბრაზილიელის ანგარიშზე 15 გოლი და 10 ასისტია. 

1 კვირის წინ
1065 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

უნდა დატოვონ თუ არა რონალდ კუმანი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე მომდევნო სეზონშიც?

კი
არა
სულ პასუხები: 1039
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ანსუ ფატი, ფილიპე კოუტინიო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ