"ორ პასს ვერ ვაბამთ!" - რას უყვიროდა პიკე თანაგუნდელებს "ვალენსიასთან" მატჩის ბოლოს

"ორ პასს ვერ ვაბამთ!" - რას უყვიროდა პიკე თანაგუნდელებს "ვალენსიასთან" მატჩის ბოლოს

La Sexta-მ "ბარსელონას" ფეხბურთელების საუბარი გაშიფრა "ვალენსიასთან" მატჩის ბოლოს და საკმაოდ საინტერესო სურათიც მოგვცა.

"ჩვენ ორ პასს ვერ ვაბამთ. ორ დედამო**ნულ პასს! ასე გამარჯვება შეუძლებელია! მაშინაც კი არ ვიბრძვით, როცა ბურთს გვართმევენ!" - ყვიროდა ხერარდ პიკე "ღამურებთან" შეხვედრის 89-ე წუთზე.

გამოცდილი უკანახაზელის დამშვიდება მხოლოდ ჟორდი ალბამ შეძლო.

შეგახსენებთ, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერებმა" "ლოს ჩეს" მინიმალური სხვაობით, 2:3 აჯობეს, თუმცა შეხვედრის უკანასკნელი 10 წუთის მანძილზე ერთბურთიანი უპირატესობის შენარჩუნება საკმაოდ გაუჭირდათ.

საბედნიეროდ, "ბლაუგრანამ" მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანა და უმნიშვნელოვანესი 3 ქულაც ჩაიწერა.

1 კვირის წინ
867 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

უნდა დატოვონ თუ არა რონალდ კუმანი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე მომდევნო სეზონშიც?

კი
არა
სულ პასუხები: 1038
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ანსუ ფატი, ფილიპე კოუტინიო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ