3 წლის და 4 თვის წინ
აგენტი ლევანდოვსკი - რობერტმა "ბარსას" ტრანსფერი გაუჩარხა
ავტორი
Aa
როგორც მოგეხსენებათ, ილქაი გიუნდოგანის "ბარსელონაში" ტრანსფერი გადაწყვეტილია.
მართალია, გარიგება ჯერ არ გაოფიციალურებულა, მაგრამ იგი ყველა სანდო წყარომ დაადასტურა.
თუ პოლონურ პრესას ვენდობით, 32 წლის ვარსკვლავის მიერ არჩევანის "ბლაუგრანაზე" შეჩერებაში დიდი როლი რობერტ ლევანდოვსკიმ ითამაშა.
რობერტი და ილქაი ერთმანეთს ვარშავაში შეხვდნენ. სწორედ იქ დაარწმუნა "ბარსას" ცხრიანმა "მანჩესტერ სიტის" კაპიტანი.
ამ ფეხბურთელებს ერთმანეთთან კარგი ნაცნობობა აკავშირებთ, რადგან ისინი წლების განმავლობაში იყვნენ თანაგუნდელები დორტმუნდის "ბორუსიაში".
შეგახსენებთ, რომ გიუნდოგანი "ბარსას" თავისუფალი აგენტის სტატუსით უერთდება. გასულ სეზონში მან თავი 11 გოლითა და 7 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 წლის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
1 წლის და 1 თვის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
1 წლის და 1 თვის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
1 წლის და 1 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი