3 წლის და 4 თვის წინ
ჩავის მესის ნათქვამი ახსოვს - ვინ სურს "მაესტროს"
ავტორი
Aa
როგორც მოგეხსენებათ, "ვილიარეალის" არგენტინელ ნახევარმცველს, ჯოვანი ლო სელსო "ბარსელონას" აქტიურად უკავშირბენ.
Diario AS-ის ჟურნალისტის, ხავი მიგელის ინფორმაციით, ლო სელსოს ჩავი თავისი შემადგენლობის გაძლიერების პროცესში, ტორტზე დადებულ მარწყვად ხედავს.
უნივერსალი, რომელიც გუნდს კრეატივს შეჰმატებს - "ბლაუგრანას" მთავარ მწვრთნელს სწორედ ასეთი კადრი სჭირდება.
სხვათა შორის, რამდენიმე წლის წინ, ლიონელ მესიმ ჩავის უთხრა, რომ ლო სელსო არგენტინის ნაკრებში საუკეთესო ფეხბურთელი იყო.
როგორც ჩანს, "მაესტროს" ყოფილი თანაგუნდელის სიტყვები კარგად ახსოვს.
27 წლის ფეხბურთელი ლონდონის "ტოტენჰემის" საკუთრებაში იმყოფება. "ვილიარეალში", გასულ სეზონში მან თავი 2 გოლითა და 3 ასისტით გამოიჩინა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 წლის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
1 წლის და 1 თვის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
1 წლის და 1 თვის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
1 წლის და 1 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი