2 წლის და 10 თვის წინ
ოპერაცია ზუბიმენდი შეუჩერებელია!
ოპერაცია ზუბიმენდი შეუჩერებელია!

როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის “ბარსელონა” აქტიურად ინტერესდებოდა “რეალ სოსიედადის” ახალგაზრდა ფეხბურთელის, მარტინ ზუბიმენდის შეძენით.

გავლენიანი ესპანური სააგენტოს, Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონამ” ზუბიმენდის ტრანსფერზე პროცესები შეაჩერა.

რაიმე განსაკუთრებული თუ არ მოხდა, კატალონიური გუნდი 23 წლის ფეხბურთელს აღარ დაიმატებს.

ცნობისთვის, მარტინ ზუბიმენდი გავლენიანი გამოცემა Transfermarkt-ის მიერ 40 მილიონ ევროდ არის შეფასებული.


Facebook კომენტარები