aviabiletebi avia.ge

"ბარსელონაში" შეიძლება კიდევ ერთი ლეგენდა დაბრუნდეს

"ბარსელონაში" შეიძლება კიდევ ერთი ლეგენდა დაბრუნდეს

"ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი, დეკუ შეიძლება კატალონიურ კლუბში დაბრუნდეს, - იტყობინება UOLESporte.

დეკუს "ბლაუგრანას" პრეზიდენტთან, ჟოან ლაპორტასთან კარგი ურთიერთობა აქვს და შესაძლოა, ის სამხრეთ ამერიკულ ბაზარზე "ბარსას" ოფიციალური წარმომადგენელი იყოს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, "ლურჯ-ბროწეულისფერებს" უბრუნდება იმ პერიოდის კიდევ ერთი ვარსკვლავი, რაფა მარკესი.

რაც შეეხება დეკუს, მისი ტრანსფერი 2004 წელს, "პორტუდან" "ბარსელონაში" სწორედ ლაპორტამ გაჩარხა.

პორტუგალიელმა "კამპ ნოუზე" 4 წელი გაატარა, მიიღო მონაწილეობა 113 მატჩში და თავი 12 გოლითაც გამოიჩინა.

1 თვის წინ
5566 / 0
poll გამოკითხვა

უნდა დატოვოს თუ არა ლეო მესიმ "ბარსელონა" მომავალ ზაფხულს?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 538
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ანსუ ფატი, ფილიპე კოუტინიო, სერხი რობერტო, მარკ ანდრე ტერ შტეგენი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ