მარსელო ბროზოვიჩს ახლა ყველაზე დიდი შანსი აქვს, რომ "ბარსელონას" ახალი საყრდენი იყოს, - იუწყება ჟურნალისტი ხავი მიგელი.
Diario AS-ის ინფორმაციით, ხორვატმა ნახევარმცველმა საუდის არაბეთიდან ძალიან ძვირადღირებული შეთავაზება მიიღო, თუმცა მას "ბლაუგრანაში" უნდა თამაში.
მოლაპარაკებებისთვის მზად არის მილანის "ინტერიც".
წყაროს თანახმად, "ბლაუგრანა" "ნერაძურის" გაცვლას შესთავაზებს, ფრანკ კესიეს მონაწილეობით. კატალონიელებს სჯერათ, რომ კესიესა და ბროზოვიჩს თანაბარი ღირებულება უნდა ჰქონდეთ.
30 წლის ხორვატზე წერს Mundo Deportivo-ც. როხერ ტორელოს მიხედვით, მარსელო ჩავისთვის სასურველ პროფილში ჯდება, რამეთუ პოზიციურად კარგად თამაშობს, შეუძლია ბურთის მოპოვება და აქვს დიდი გამოცდილება.
გასულ სეზონში ბროზოვიჩმა "ინტერის" მაისური 40 მატჩში მოირგო. მან თავი 3 გოლითა და 6 ასისტით გამოიჩინა.