aviabiletebi avia.ge

"შენ ჩვენი ისტორიის ნაწილი ხარ" - როგორ დახვდა კამპ ნოუ სუარესს

"შენ ჩვენი ისტორიის ნაწილი ხარ" - როგორ დახვდა კამპ ნოუ სუარესს

როგორც მოგეხსენებათ, დღეს შედგა ლა ლიგის 35-ე ტურის ცენტრალური დაპირისპირება, სადაც "ბარსელონა" და მადრიდის "ატლეტიკო" დაზავდნენ - 0:0.

მატჩი გამორჩეული იყო იმითაც, რომ ვეტერანი თავდამსხმელი, ლუის სუარესი "კამპ ნოუზე" დაბრუნდა, თუმცა, ამჯერად, მოწინააღმდეგის რანგში.

კლუბის ცოცხალ ლეგენდას "ლურჯ-ბროწეულისფერებმა" სიმბოლური დახვედრა მოუწყვეს, რაზეც ბრაზილიელი ჟურნალისტი, მარსელო ბეჩლერი გვიყვება.

"კამპ ნოუ" ლუის სუარესს ბარსა-ატლეტიკოს მატჩის დაწყებამდე მიესალმა და სტადიონზე გაჟღერებულ სიტყვებში გაისმა, რომ ლუისი ყოველთვის იქნება კლუბის ისტორიის ნაწილი. ამის შემდეგ შეგვახსენეს, თუ რამდენი გოლი გაიტანა და რამდენი ტიტული მოიგო სუარესმა აქ.

ამის შემდეგ, "კამპ ნოუს" მონიტორზე გამოჩნდა ურუგვაელის საუკეთესო მომენტები "ბარსელონაში."

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონას" მაისურით ჩატარებულ 283 მატჩში ელ პისტოლერომ 195 გოლი გაიტანა და იგი კლუბის ბომბარდირთა სიაში მხოლოდ ლეო მესის ჩამორჩება.

1 თვის წინ
6995 / 0
poll გამოკითხვა

უნდა დატოვოს თუ არა ლეო მესიმ "ბარსელონა" მომავალ ზაფხულს?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 537
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ანსუ ფატი, ფილიპე კოუტინიო, სერხი რობერტო, მარკ ანდრე ტერ შტეგენი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ