aviabiletebi avia.ge

რა დაუჯდება "ბარსას" კამავინგას ტრანსფერი

რა დაუჯდება "ბარსას" კამავინგას ტრანსფერი

როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ "რენის" ახალგაზრდა ნახევარმცველი ედუარდო კამავინგა "ბარსელონასთან" დააკავშირეს.

ამჯერად ახალ ინფორმაციას ესპანური გამოცემა "Mundo Deportivo" გვაწვდის. წყაროს ცნობით, "ბარსას" ამ საკითხთან მიმართებით წინსვლა აქვს და სულ მალე გაირკვევა განახორციელებს თუ არა ფრანგის ტრანსფერს.

კატალონიელები ედუარდოს ბუსკეტსის შემცვლელად მოიაზრებენ. აღსანიშნავია, რომ მას კლუბთან კონტრაქტი 2022 წელს ეწურება. "ბარსას" მისი გადმობირება დაახლოებით 50 მილიონი დაუჯდება - იტყობინება ზემოთ აღნიშნული წყარო.

აქვე აღსანიშნავია, რომ კამავინგა მადრიდის "რეალის" ერთ-ერთ სამიზნედ ითვლება.

1 თვის წინ
393 / 0
poll გამოკითხვა

უნდა დატოვოს თუ არა ლეო მესიმ "ბარსელონა" მომავალ ზაფხულს?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 537
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ანსუ ფატი, ფილიპე კოუტინიო, სერხი რობერტო, მარკ ანდრე ტერ შტეგენი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ