1 წლის და 5 თვის წინ
კესიეს განზრახვა ცნობილია - ფრანკით გრანდი დაინტერესდა
კესიეს განზრახვა ცნობილია - ფრანკით გრანდი დაინტერესდა

უკანასკნელ საათებში გააქტიურდა საუბარი მილანის "ინტერის" ხორვატი ნახევარმცველის, მარსელო ბროზოვიჩის "ბარსელონაში" გადაბარგების შესახებ.

დაიწერა "ბარსას" მიერ ტრანსფერში ფრანკ კესიეს შესაძლო ჩართვის შესახებაც, თუმცა როხერ ტორელო მოვლენათა განვითარების მსგავს სცენარს გამორიცხავს.

Mundo Deportivo-ს ჟურნალისტს თუ დავუჯერებთ, კესიე ფიქრობს, რომ იტალიაში მისი საქმე უკვე გაკეთებულია და სერია ა-ში დაბრუნება არასწორი ნაბიჯი იქნება.

იმ შემთხვევაში, თუ "ბარსა" კოტ-დ'ივუარელს გუნდის დატოვებას მოსთხოვს, მას პრემიერ ლიგის გრანდში ენდომება გადაბარგება.

"კესიე "ბარსაში" ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს და დარჩენა სურს. თუ მნიშვნელოვან შეთავაზებას ექნება ადგილი, კლუბი მას განიხილავს. პრემიერლიგური კლუბი, ფინანსური თვალსაზრისით, ფრანკისთვის საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა, თუმცა ახლა მისი გაყიდვა დღის წესრიგში არ დგას," - ამბობს ცნობილი ჟურნალისტი მატეო მორეტო.

26 წლის შუახაზელზე დაწერა Marca-მაც. მადრიდელთა მიხედვით, კესიეს ტრანსფერს მადრიდის "ატლეტიკო" სწავლობს.

შეგახსენებთ, რომ ფრანკი "ბარსამ" 2022 წლის ზაფხულში, თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა. გასული სეზონი მან 3 გოლითა და 3 ასისტით დახურა.


Facebook კომენტარები