aviabiletebi avia.ge

"ბარსელონამ" შეიძლება ჟორჟინიო დაიმატოს

"ბარსელონამ" შეიძლება ჟორჟინიო დაიმატოს

ლონდონის "ჩელსიმ" და "ბარსელონამ" შესაძლოა ნახევარმცველები გაცვალონ, - იუწყება Sport.

წყაროს თანახმად, არსებობს შანსი, მირალემ პიანიჩი "სტემფორდ ბრიჯზე" გადაბარგდეს, ხოლო ჟორჟინიო კატალონიისკენ გამოემართოს.

დღეს გავრცელებული კიდევ ერთი ცნობის მიხედვით, ბოსნიელი შეიძლება "იუვენტუსში" დაბრუნდეს და როდრიგო ბენტაკურში გაიცვალოს.

ასეა თუ ისე, თანდათან აშკარა ხდება, რომ პიანიჩი "ბლაუგრანაში" უკანასკნელ დღეებს ატარებს.

რაც შეეხება ჟორჟინიოს, 29 წლის იტალიელმა "არისტოკრატების" მაისურით მიმდინარე სეზონში 38 მატჩი ჩაატარა, სადაც 7 გოლსა და 2 ასისტს მოუყარა თავი.

1 თვის წინ
188 / 0
poll გამოკითხვა

უნდა დატოვოს თუ არა ლეო მესიმ "ბარსელონა" მომავალ ზაფხულს?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 537
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ანსუ ფატი, ფილიპე კოუტინიო, სერხი რობერტო, მარკ ანდრე ტერ შტეგენი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ