1 წლის და 5 თვის წინ
ოცნება ახდა - რას ამბობდა ილქაი 2017 წელს
ოცნება ახდა - რას ამბობდა ილქაი 2017 წელს

სანამ "ბარსელონას" ყველა გულშემატკივარი ილქაი გიუნდოგანის ტრანსფერის ოფიციალურად დადასტურებას ელოდება, გავიხსენოთ, თუ რას ამბობდა გერმანელი ნახევარმცველი 2017 წელს "ბარსელონას" შესახებ.

"ჩავის ვაღმერთებდი. ის ჩემი კუმირი იყო. ყოველთვის, როცა ამის საშუალება მეძლეოდა, ჩავის თამაშს ვუყურებდი.

ის ფეხბურთის დიდოსტატი იყო. ის თამაში, რასაც იგი "ბარსელონაში", ინიესტასთან და მესისთან ერთად აჩვენებდა... ძალიან მსიამოვნებდა იმ გუნდისთვის თვალის მიდევნება. განსაკუთრებით, ეს ჩავის ეხებოდა," - თქვა ილქაიმ Marca-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

"მანჩესტერ სიტის" აწ უკვე ყოფილი კაპიტანი ახლა ძალიან ბედნიერი უნდა იყოს, რამეთუ მას იმ ადამიანთან მოუწევს მუშაობა, ვისაც მისაბაძ მაგალითად მიიჩნევდა.

შეგახსენებთ, რომ ილქაი "ბარსას" თავისუფალი აგენტის სტატუსით უერთდება.


Facebook კომენტარები