2 წლის და 9 თვის წინ
ოფიციალურად: სერხიო ბუსკეტსი "ინტერ მაიამიში" ითამაშებს
ოფიციალურად: სერხიო ბუსკეტსი "ინტერ მაიამიში" ითამაშებს

"ინტერ მაიამიმ" ოფიციალურად დაადასტურა სერხიო ბუსკეტსის დამატება.

34 წლის ესპანელი ფლორიდელებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. დევიდ ბექჰემის კლუბთან მან 2-წლიან კონტრაქტზე მოაწერა ხელი.

MLS-ის გუნდმა "ბარსელონას" ლეგენდის გაფორმება ვიდეორგოლით გამოაცხადა, რომელშიც სხვადასხვა ლეგენდის მიერ სერხიოს შესახებ ნათქვამი ფრაზები იყო გაერთიანებული.

შეგახსენებთ, რომ "ინტერ მაიამიში" ბუსკეტსს თავისი დიდი ხნის მეგობარი, ლიონელ მესი დახვდება. ეს დუეტი ერთად 2021 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს.

სერხიომ "ბლაუგრანა" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მაისურით მას 722 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც თავი 18 გოლით და 40 ასისტით გამოიჩინა.


Facebook კომენტარები