3 წლის და 2 თვის წინ
6-ში 6 - "ბარსელონას" ფანტასტიკური სეზონი გამოუვიდა
ავტორი
Aa
"ბარსელონამ" 2022/2023 წლების სეზონი ფანტასტიკურად დახურა!
საქმე იმაში მდგომარეობს, რომ კატალონიელებმა ესპანეთის ჩემპიონატი სპორტის 6 სხვადასხვა სახეობაში მოიგეს!
"ბარსას" მამაკაცთა და ქალთა საფეხბურთო გუნდებმა რომ ლა ლიგის ჩემპიონობა მოიპოვეს, ამის შეხსენება არ გჭირდებათ. ფეხბურთელებმა ამის გაკეთება დიდი უპირატესობით მოახერხეს.
ფეხბურთელების წარმატებას დაემატა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ტრიუმფი დარბაზის ჰოკეიში, ხელბურთსა და კალათბურთში. კალათბურში ეს განსაკუთრებით ტკბილი გახლდათ იმ ფონზე, რომ ფინალში "ბლაუგრანამ" მადრიდის "რეალს" სერია უშანსოდ, 3:0 მოუგო.
ექვსეული კი "ბარსელონას" ფუტსალის გუნდის ჩემპიონობით შეიკრა.
რა გასაკვირია, რომ მსგავსი რამ ისტორიაში პირველად მოხდა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ