2 წლის და 10 თვის წინ
ტერ შტეგენის ქმედება, რომელიც ნოიერს არ მოეწონა - რა გააკეთა მარკმა
ტერ შტეგენის ქმედება, რომელიც ნოიერს არ მოეწონა - რა გააკეთა მარკმა
ავტორი
Aa

გასულ სანაკრებო პაუზაზე კატალონიის "ბარსელონას" მეკარემ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა ეროვნული ნაკრების მაისურით ორი მატჩი ჩაატარა.

აღსანიშნავია, რომ მანუელ ნოერის არ ყოფნის პერიოდში კატალონიელთა კარის დარაჯმა 1-ნომრიანი მაისურით იასპარეზა.

გარდა ამისა, როგორც გამოცემა "BILD" წერს, ტერ შტეგენს შვიდ სხვადასხვა ადგილზე ეწერა ნომერი ერთიანი.

წყაროს ცნობით, გარდა მაისურისა, კატალონიელთა კიპერს ნომერი ერთი ხელთათმანებსა და შორტებზე ეწერა.

გამოცემა აქვე დასძენს, რომ მარკის ეს ქმედება ნოერს არ მოეწონა, ვინაიდან ტერ შტეგენი ამას მაშინ არ აკეთებდა, როდესაც იგი ნაკრებში 22-ნომრიანი მაისურით ასპარეზობდა.

ასე და ამგვარად, ეს, შესაძლოა, "ბარსას" მოთამაშის ფარულ მესიჯად მივიჩნიოთ, რომ მას "ბუნდეს" ნაკრებში მთავარი მეკარედ სურს ასპარეზობა.


Facebook კომენტარები