2 წლის და 10 თვის წინ
ოფიციალურად: ილქაი გიუნდოგანი "ბარსას" ფეხბურთელია
ავტორი
Aa
"ბარსელონამ" ილქაი გიუნდოგანის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
"მანჩესტერ სიტის" ყოფილი კაპიტანი კატალონიურ გრანდს თავისუფალი აგენტის სტატუსით უერთდება. იგი კლუბთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
32 წლის ფეხბურთელი "ბარსაში" წლიურად 6 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში გიუნდოგანმა 11 გოლი და 7 ასისტი მიითვალა. "სიტიზენებთან" ერთად მან ტრიპლეტი მოიგო - აღმართა რა პრემიერ ლიგის, ასოციაციის თასისა და ჩემპიონთა ლიგის ტიტულები.
Facebook კომენტარები