2 წლის და 10 თვის წინ
გიუნდოგანის კონტრაქტის დეტალები ცნობილია
ავტორი
Aa
"ბარსელონას" ოფიციალურმა გვერდმა ილქაი გიუნდოგანის ტრანსფერი დაადასტურა.
გერმანელი ნახევარმცველი "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებს თავისუფალი აგენტის სტატუსით, "მანჩესტერ სიტიში" გატარებული ფენომენალური სეზონის შემდეგ უერთდება. როგორც იცით, "სიტიზენები" გახდნენ ისტორიაში მეორე ინგლისური გუნდი, რომელმაც ტრიპლეტი შეასრულა.
"ბლაუგრანა" გვაუწყებს, რომ ილქაის კონტრაქტი 2+1 სისტემით გაფორმდება. მაშასადამე, იგი ორწლიანი იქნება, ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით.
32 წლის შუახაზელის გამოსასყიდ თანხად 400 მილიონი ევრო განისაზღვრა.
რაც შეეხება ხელფასს, გიუნდოგანი სეზონში 6 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
აქვე გეტყვით, რომ ილქაი გუნდს ივლისში, პრესეზონზე შეუერთდება.
Facebook კომენტარები