როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონამ" 32 წლის ნახევარმცველი, ილქაი გიუნდოგანი ოფიციალურად გაიფორმა.
გერმანელი ვარსკვლავმა თავისი გადაწყვეტილების შესახებ The Player's Tribune-ზე დაწერა.
"თუ სადმე წავიდოდი, მსოფლიოში ერთადერთი კლუბი არსებობდა, რომელიც ამას გამაკეთებინებდა. "ბარსელონა" ან სხვა არაფერი.
ამ მაისურის ჩაცმაზე ბავშვობიდან ვოცნებობდი. დარწმუნებული ვარ, რომ უმაღლეს დონეზე კიდევ რამდენიმე წელს ვითამაშებ და მინდა, დავეხმარო "ბარსელონას" იქ დაბრუნებაში, სადაც მისი ადგილია.
კვლავ გავერთიანდები ჩემს ძველ მეგობარ ლევასთან (რობერტ ლევანდოვსკი). მახარებს ისიც, რომ იმ მწვრთნელთან ვიმუშავებ, ვისაც დიდი ხანია ვაღმერთებ.
როცა ჩავი პროექტზე მესაუბრა, ყველაფერი ძალიან ბუნებრივად ჟღერდა. ბევრ მსგავსებად ვხედავ ჩვენ ხასიათსა და თამაშის ხედვას შორის.
ვიცი, რომ "ბარსელონაში" დიდი წნეხი დამხვდება, მაგრამ ზეწოლა მიყვარს. მიყვარს კომფორტის ზონიდან გამოსვლა. მარტივ ადგილს კი არა, არამედ ახალ გამოწვევას ვეძებდი. სწორედ ამას ეხება ჩემი კარიერის ახალი თავი.
"ბარსელონას" მაისურით თამაშს მოუთმენლად ველოდები, მაგრამ ჯერ მინდა, რომ "მანჩესტერ სიტის" ბოლო სიტყვა ვუთხრა. მსურს ვესაუბრო ჩემს ყველა თანაგუნდელს, სტაფის წევრებსა და გულშემატკივრებს," - წერს ილქაი.
შეგახსენებთ, რომ გიუნდოგანი "ბლაუგრანაში" ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულის სტატუსით მოდის.
"ბარსასთან" ილქაიმ 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. სეზონში იგი 6 მილიონ ევროს მიიღებს.