1 წლის და 5 თვის წინ
რა აფერხებს კანსელუს "ბარსელონაში" ტრანსფერს - მიზეზი გაირკვა
რა აფერხებს კანსელუს "ბარსელონაში" ტრანსფერს - მიზეზი გაირკვა
ავტორი
Aa

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იმის შანსი, რომ ჟოაუ კანსელუმ მიმდინარე ზაფხულში "მანჩესტერ სიტის" რიგები დატოვოს, საკმაოდ მაღალია.

ბოლო პერიოდში პორტუგალიელი განაპირა მცველი კატალონიის "ბარსელონას" ძალიან ხშირად დაუკავშირეს.

ამ საკითხთან დაკავშირებით ცნობილი ჟურნალისტი ჟერარდ რომერო ახალ ცნობებს ავრცელებს.

მისი თქმით, 29 წლის ფეხბურთელის "ბლაუგრანაში" ტრანსფერს მისი სახელფასო მოთხოვნები აფერხებს.

როგორც გაირკვა, ჟოაუ იმაზე მეტ ანაზღაურებას ითხოვს, ვიდრე ამას "ბარსაში" ვარაუდობდნენ და სწორედ ამიტომ, მისი კატალონიურ კლუბში გადმოსვლა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

აქვე გეტყვით, რომ Transfermarkt-ის მონაცემების მიხედვით, კანსელუს სატრანსფერო ფასი 50 მილიონ ევროს შეადგენს.


Facebook კომენტარები