"ბარსელონამ" შეიძლება ფრენკი დე იონგი გაყიდოს, - იუწყება ცნობილი ჟურნალისტი აშრაფ ბენ აიდი.
კატალონიურ გრანდს რომ მძიმე ფინანსური სიტუაცია აქვს და მის დასარეგულირებლად მოთამაშეების გასხვისება სჭირდება, ეს შესანიშნავად მოგვეხსენება.
"ლურჯ-ბროწეულისფრებმა" რამდენიმე ფეხბურთელი უკვე დააყენეს ტრანსფერზე, თუმცა მათ მსურველები არ ჰყავთ. აქედან გამომდინარე, კლუბი უმნიშვნელოვანესი ოპერაციების განხორციელებას ვერ ახერხებს.
წყაროს თანახმად, თუ "ბარსა" განსაკუთრებულ შეთავაზებას მიიღებს, დე იონგის გაყიდვა არ უნდა გამოვრიცხოთ.
დღევანდელი მოცემულობით, ნიდერლანდელს "კამპ ნოუზე" უნდა დარჩენა. ფრენკის შენარჩუნების მომხრე იქნება ჩავი ერნანდესიც, რადგან 25 წლის ვარსკვლავი მისი გუნდის უმნიშვნელოვანეს ფიგურად იქცა.
სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დე იონგით "ბაიერნი" დაინტერესდა. "რეკორდმაისტერის" თავკაცი თომას ტუხელი "ბარსას" შუახაზელის დიდი თაყვანისმცემელია.