logo

მესი "ბარსას" სუპერტალანტის შეძენას სთხოვს

მესი "ბარსას" სუპერტალანტის შეძენას სთხოვს

ესპანური გამოცემა Don Balon იტყობინება, რომ "ბარსელონას" არგენტინელმა მეგავარსკვლავმა, ლიონელ მესიმ კლუბს ტრანსფერი მოსთხოვა.

წყაროს თანახმად, "ლა პულგას" "კამპ ნოუზე" ლონდონის "არსენალის" სუპერტალანტის, გაბრიელ მარტინელის ხილვა სურს.

"მეთოფეთა" 18 წლის შემტევი მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენაა. მას 23 ჩატარებულ მატჩში 10 გოლი და 4 ასისტი დაუგროვდა.

წყაროს თანახმად, ლეოს სჯერა, რომ გაბრიელი "ბარსას" მომავალს უზრუნველყოფს.

აღსანიშნავია, რომ მარტინელი ტრანსფერმარკეტზე 18 მილიონ ევროდაა შეფასებული.


3 თვის წინ
2863 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

რას ფიქრობთ, განვითარდება თუ არა "ბარსელონა" სეტიენის ხელში?

კი
არა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 1008
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

სუარესი, დემბელე

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ