1 წლის და 9 თვის წინ
"18 წამი დავაგვიანეთ" - ჩაშლილი ტრანსფერის ამბავი
"18 წამი დავაგვიანეთ" - ჩაშლილი ტრანსფერის ამბავი

"ბარსელონას" ტექნიკურმა დირექტორმა მატეუ ალემანიმ მედიას გაუმხილა მიზეზი, რის გამოც ხულიან არაუხოს "ბარსელონაში" ტრანსფერი არ შედგა.

"არაუხოს ტრანსფერის დარეგისტრირება კომპიუტერული ხარვეზის გამო ვერ მოვახერხეთ.

საჭირო დროს 18 წამით გადავაცილეთ. დავიცდით და ვნახავთ, რას გადაწყვეტს ფიფა," - განაცხადა ალემანიმ.

მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ ახლა უნდა გადაწყვიტოს, აქვს თუ არა "ბლაუგრანას" უფლება, "ლოს ანჯელეს გელექსის" 21 წლის მარჯვენა მცველის ტრანსფერი განხორციელებულად გამოაცხადოს.

ადრე გავრცელებული ცნობების თანახმად, მექსიკელს "ბარსა" იჯარით იმატებდა და მის 5 მილიონ ევროდ გამოსყიდვის ვალდებულებას იღებდა საკუთარ თავზე.

თუ "ბარსელონას" არაუხოს გაფორმების უფლებას მისცემენ, ის "ბარსელონას" სარეზერვო გუნდში ჩაირიცხება.

MLS-ში ჩატარებულ 98 მატჩში ხულიანმა 14 ასისტი მიითვალა.


Facebook კომენტარები