3 წლის და 4 თვის წინ
ბროზოვიჩს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ მიუღია
ავტორი
Aa
მარსელო ბროზოვიჩს "ალ-ნასრისთვის" თანხმობა ჯერ კიდევ არ უთქვამს, - იუწყება TuttoMercatoWeb. იტალიური გამოცემის თანახმად, "ინტერის" ფეხბურთელმა არაბებს გადაწყვეტილების მისაღებად კიდევ ცოტა დრო სთხოვა.
ხორვატი ნახევარმცველის მომავალზე ისაუბრა ჟერარ რომერომაც:
"ბროზოვიჩი ისევ იცდის. ვნახოთ, მისცემს თუ არა "ბარსელონა" მას გარანტიებს."
სანტი აუნას თუ დავუჯერებთ, "ალ-ნასრსს" 31 წლის შუახაზელი იმიტომ ვერ უთანხმდება, რომ წელიწადში 30 მილიონი ევროს ანაზღაურებას ითხოვს, მას კი 20 მილიონ ევროს სთავაზობენ.
ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ რაც უფრო გაიწელება მარსელოსა და არაბულ კლუბს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები, მით უფრო გაიზრდება "ბარსელონას" შანსიც, რადგან კატალონიელები ოფიციალურ წინადადებას ამზადებენ.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 წლის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
1 წლის და 1 თვის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
1 წლის და 1 თვის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
1 წლის და 1 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი